ამ გვერდის ამობედვა

ვისთვის იქნება სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება - სამინისტრომ რეგულაციები შეიმუშავა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო.

მისი განმარტებით, შემუშავებულია რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.

 

მისივე ცნობით, სკოლის ყველა ვიზიტორისა და თანამშრომლისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, თუმცა პირბადის ტარება მოსწავლეებს არ მოუწევთ.

 

„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წაკითხვა 495 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 14 2020

სიახლეები