ამ გვერდის ამობედვა

როგორ დაიწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში - რექტორთა საბჭოს დეტალები გააცნეს

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. საბჭოზე ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში რეკომენდაციების დაცვით დაიწყება.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. დაცული იქნება 1-მეტრიანი დისტანცია, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის  ტარება სავალდებულო იქნება და ა. შ.

 

მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.

 

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რექტორებს მოუწოდა, გაზაფხულის სემესტრის მსგავსად, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

წაკითხვა 969 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 05 2020

სიახლეები