ამ გვერდის ამობედვა

15 ვებ-გვერდი, რომელიც ახალი ენის შესწავლაში დაგეხმარებათ

1. Duolingo.com — Duolingo გვთავაზობს  ენის სწავლებას გრამატიკის და ლექსიკის გაკვეთილების მეშვეობით. დააგროვეთ ქულები და გადადით “თამაშის” შემდგომ საფეხურებზე. აქ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები. სულ მალე ვებ-გვერდს დაემატება უნგრული, შვედური, თურქული, რუსული, პოლონური და რუმინული ენები.

 

2. BBC Languages — BBC-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების და ტესტების გზით.

3. Livemocha.com – ონლაინ კურსები 35 ენის შესასწავლად დამწყებთათვის.

4. Memrise.com —  ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა და გაავარჯიშოთ მეხსიერება. 8 ენაში შეგიძლიათ გაიმდიდროთ ლექსიკა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ჩინური.

5. Lingocracy.com — შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შინაარსის ტექსტები და მიიღეთ პირდაპირი თარგმანი და განმარტებები. Lingocracy-ის plug-in-ის დაყენებით თქვენ ასევე შეძლებთ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ 50-ზე მეტ ენაზე შექმნილი ვებ-გვერდები.

6. FSI Language Courses – აქ მოცემული ენის კურსები ამერიკის მთავრობის მიერაა შემუშავებული და ახლახანს გადავიდა საჯარო დომეინზე.

7. InternetPolyglot.com — აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე გადაგაქცევთ პოლიგლოტად.

8. Babbel.com — ისწავლეთ ენა მოცემული ვარიანტებიდან სწორი თარგმანის ამოცნობის გზით.

9. LyrnLang.com — ისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები თქვენთვის სასურველ ენაზე სიმღერების მოსმენით და ტექსტების თარგმანის წაკითხვით.

10. Forvo.com — აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას ათეულობით ენაზე.

11. GreatLanguageGame.com — თამაში, სადაც თქვენ ცდილობთ ერთმანეთისგან განასხვავოთ 80 ენა. 

12. Interpals.net – შეიძინეთ ონლაინ მეგობარი (pen pal) უცხო ქვეყანაში და შეისწავლეთ მისი ენა.

13. Chineasy.org — გაკვეთილები და რესურსები ჩინური ენის შესასწავლად.

14. Lernu.net — ესპერანტოს (ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა) უფასო კურსები და ინფორმაცია.

15. Teach.ge — ქართული ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისწავლოს ინგლისური, რუსული, ფრანგული და იტალიური ენები.

წაკითხვა 1049 ჯერ

სიახლეები