კორონავირუსის დაფიქსირების გამო კიდევ ორი სკოლა დაიხურა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა.

საუბარია სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაზე, სადაც კორონავირუსი სკოლის ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი ქარიატას საჯარო სკოლის ავტობუსის ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია. აღნიშნული სკოლაც დისტანციურ სწავლებაზე გადადის. 

 

მისივე თქმით, კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში. ინფიცირება ბათუმის ე.წ. კლასტერს უკავშირდება, აქედად ხუთი ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობდა.

 

„რაც შეეხება ზუგდიდს, იქ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ე.წ. რეპეტიტორის კლასტერიდან ორი არასრულწლოვანია, ერთი საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, ერთი კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია. სწორედ ამიტომ ცაიშის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა. ასევე, გადაიხედება ცაიშის სკოლაში საუბნო საარჩევნო კომისიის საკითხი. რეგიონში სულ კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 114-ს შეადგენს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

თორიას ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 577 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.

 

ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

 

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან ექვსი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს. მათგან სამი ზუგდიდის მკვიდრია, ერთი – ხაიშის სკოლის მოსწავლე.

წაკითხვა 588 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.