April 18, 2024

აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად

წელს, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს - უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის და ამჯერად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა შეთავაზება სრულად მოერგო ონლაინ პლატფორმას. 

 

123165935 1281014878916969 1220210923674558500 n


ამ შეთავაზებების შესახებ, დეტალურად, უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია FirstNews.ge-ს ესაუბრა. 

 

თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?


დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი არახალია და მსგავსი შეთავაზებები მუდმივად გვაქვს აბიტურიენტებისათვის, რათა გაუმარტივდეთ გამოცდების ჩაბარება. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივცეთ საშუალება მოემზადონ გამოცდების ჩასაბარებლად და ეს მომზადება არ გულისხმობს მხოლოდ თეორული ცოდნის გაზიარების პროცესს. მათ მუდმივად ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გამოცდებში, სადაც ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტებს წერენ და ეს უადვილებთ ადაპტაცის პროცესს.

 

122999728 1554639448258680 620111770978418598 n

 

შარშან ამ პროექტში, ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მოსამზადებელი კურსები სრულად მოვარგეთ ონლაინ სივრცეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეეძლება ისარგებლოს ონლაინ გაკვეთილებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები არამარტო წარმართავენ მეცადინეობებს, აგრეთვე შეადგენენ და შეასწორებენ იმიტირებულ ტესტებს. აბიტურიენტებისთვის, აგრეთვე გაიმართება ონლაინ ჩართვები, საიდანაც მიიღებენ რჩევებს, გამოცდების წერის გასამარტივებლად. 

 


საქართველოს უნივერსიტეტის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს სჭირდებათ მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლა, საგაკვეთილო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, შემდგომ კი ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებენ დასწრებას. მეცადინეობები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება და სრულად მოიცავს იმ მასალას რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ. 

 


აქვე მინდა დავამატო, რომ გარდა მოსამზადებელი კურსისთვის შექმნილი ტესტებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება ონლაინ რეჟიმში გაშვებულ ტესტებზე იმუშაოს და საკუთარი ცოდნა გადაამოწმოს, ეს როგორც აღვნიშნე პირველ რიგში გამოცდებისთვის ადაპტირებას შეუწყობს ხელს და გაუმარტივებთ მომზადების პროცესს. 

 

იმედი მაქვს, რომ ამით, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შევუმსუბუქებთ გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესს, წელსაც, ვირუსის გამო შექმნილ რთულ პერიოდშიც.  ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს უნივერსიტეტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას. 

118311174 971025830064492 6531218838351523607 n

 

(R)

 

წაკითხვა 521 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.