მაისი 20 2022 წაკითხვა 287 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს.

მაისი 19 2022 წაკითხვა 431 ჯერ

გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის ექსპერტები ეჭვობენ, რომ ის კიდევ სულ მცირე ხუთ წელიწადს გაგრძელდება, მაგრამ მაგრამ საბოლოოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს მიმდინარე კრიზისი.

მაისი 19 2022 წაკითხვა 282 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 348 ჯერ

სათბურის აირებს შორის, მეთანი ყველაზე მავნებელია, რადგან მას კლიმატის კრიზისის უფრო გაღრმავება შეუძლია. ჩვენს ატმოსფეროში ის სულ მცირე 25-ჯერ უფრო ეფექტიანად „ამწყვდევს“ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი.

წვისას ის არც ისე ეფექტიანია — ბუნებრივი აირის ენერგიის ნახევარზე მეტი შესაძლებელია გარდაიქმნას ელექტროენერგიად.

მეთანის ყოველი ნაწილიდან უფრო მეტი ელექტრონის დაჭერის მცდელობისას, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ელექტროსადგურის უფრო არატრადიციული ფორმა შეისწავლეს — ისეთის, რომლის დასანახადაც მიკროსკოპი დაგჭირდებათ.

„ეს შეიძლება ძლიერ გამოსადეგი იყოს ენერგოსექტორში. ბიოგაზის ამჟამინდელ დანადგარებში, მეთანს მიკროორგანიზმები აწარმოებენ, რომელიც შემდეგ იწვება, ამოძრავებს ტურბინას და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ენერგიად ბიოგაზის ნახევარზე ნაკლები გარდაიქმნება და ეს გახლავთ მაქსიმალური მიღწევადი სიმძლავრე. გვსურს შევაფასოთ, შეგვიძლია თუ არა უკეთესად ვიმოქმედოთ მიკროორგანიზმების გამოყენებით“, — ამბობს რედბუდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი კორნელია ველტე.

მათი კვლევის მთავარი ფოკუსი იყო არქეების ერთი ტიპი, ბაქტერიის მსგავსი მიკრობები, რომლებიც გამოირჩევიან უცნაურ და უხეშ გარემოში გადარჩენის განსაკუთრებული უნარით; მათ შორის, შეუძლიათ მეთანის დაშლა ჟანგბადნაკლულ გარემოში.

ეს კონკრეტული ტიპი, რომელსაც ანაერობულ მეთანოტროფულ არქეებს (ANME) უწოდებენ, ამ მეტაბოლურ ხრიკს ახერხებს ელექტროქომიურ რეაქციათა ჯაჭვში ელექტრონების ჩატვირთვის გზით, იყენებენ საკუთარ უჯრედებს გარეთ არსებულ რაიმე სახის ლითონს ან არალითონებს ანდაც მათ საკუთარ გარემოში სხვა სახეობებს გადასცემენ.

ANME-ს გვარი, სახელად Methanoperedens-ი პირველად 2006 წელს აღწერეს და დაადგინეს, რომ ნიტრატების მცირე დახმარებით, ახდენს მეთანის დაჟანგვას და ამას საკუთარ გარემოში ახერხებს, ნიდერლანდების სასუქებით გაჟღენთილ ჭაობებში.

მიკრობული საწვავის უჯრედებში მიმდინარე ამ პროცესიდან ელექტრონების ამოღების მცდელობები დასრულდა მცირე ძაბვის წარმოქმნით, იმის რაიმე აშკარა დადასტურების გარეშე, თუ ზუსტად რა პროცესები შეიძლება იდგეს ამ კონვერტაციის მიღმა.

თუ ამ არქეებს ოდესმე აღმოაჩნდებათ იმედისმომცემი გამოყენება მეთანის შთამნთქმელი ენერგოუჯრედების სახით, ამისათვის აუცილებლად რაღაც ჭკვიანური მიდგომა იქნება საჭირო.

https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/04/1650282174-978-3-540-77587-4_147_Fig2_HTML-300x291.jpg 300w" alt="" width="497" height="482" class="aligncenter size-full wp-image-1636265" style="box-sizing: border-box; vertical-align: middle; width: auto; clear: both; height: auto; margin: 20px auto; display: block; transition: all 0.2s ease 0s; overflow-wrap: break-word; word-break: break-word; max-width: 100%;" loading="lazy" />

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ Methanopereden-ები ადვილად კულტივირებადი მიკრობები არ არის.

ამიტომ, ველტემ და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს იმ მიკრობთა ნიმუშები, რომლებზეც იცოდნენ, რომ დომინირებდნენ ეს მეთანის მშთანთქმელი არქეები, შემდეგ კი ისინი ჟანგბადნაკლულ გარემოში გაზარდეს, სადაც ელექტრონების ერთადერთი დონორი მეთანი იყო.

ამ კოლონიის სიახლოვეს, მათ ასევე მოათავსეს ლითონის ანოდი ნულოვანი ძაბვის ქვეშ, რითაც შეიქმნა ელექტროენერგიის წარმოაბისთვის საჭირო ეფექტიანი ელექტროქიმიური უჯრედი.

„შევქმენით ერთგვარი ბატარეა ორი ტერმინალით, საიდანაც ერთი ბიოლოგიური ტერმინალია, მეორე კი ქიმიური. ერთ-ერთ ელექტროდზე ბაქტერიები გავზარდეთ, რომელსაც ამ ბაქტერიებმა მეთანის გარდაქმნის შედეგად მიღებული ელექტრონები გადასცეს“, — ამბობს რედბუდის უნივერსიტეტის მიკრიბიოლოგი ელენ უბოტერი.

მას შემდეგ, რაც მეთანის ნახშირორჟანგად გარდაქმნა შეისწავლეს და გაზომეს მერყევი დენი, რომელიც კვადრატულ სანტიმეტრზე 274 მილიამპერამდეც კი ავიდა, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დენის მესამედზე ცოტა მეტი პირდაპირ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მეთანის დაშლასთან.

რაც შეეხება ეფექტიანობას, მეთანის ენერგიის 31 პროცენტი ელექტროენერგიად გარდაიქმნა, რითაც ის ზოგიერთი ელექტროსადგურის ეფექტიანობას გაუთანაბრდა.

ამ პროცესის დახვეწით შეიძლება შეიქმნას მაღალეფექტიანი, ბიოგაზზე მომუშავე ცოცხალი ბატარეები, რომლებიც გაზის ყოველი გოჯიდან უფრო მეტ ენერგიას გამოიღებს და შეამცირებს მეთანის შორ მანძილზე მილსადენებით გადატანის საჭიროებას. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მეთანის ზოგიერთი ელექტროსადგურის ეფექტიანობა მხოლოდ დაახლოებით 30 პროცენტამდეა.

ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზები.

ტექნოლოგიური გამოყენების გარდა, გარემოში ამ სათბურის აირის უბრალოდ დაშლის ჭკვიანური გზის მიგნებაც არ იქნება ცუდი.

კვლევა Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

აპრილი 08 2022 წაკითხვა 287 ჯერ

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ-ს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.

საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის. „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აპრილი 05 2022 წაკითხვა 314 ჯერ

ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

გვერდი 4 სულ 23
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.