ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს
20 იანვარს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქვეყნის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ABC News ავრცელებს.
როგორც ინაუგურაციის კომიტეტში განაცხადეს, მომღერალი იმღერებს, როდესაც ბაიდენი ფიცს დადებს. ასევე აღნიშნულია, რომ ცერემონიაზე მომღერალი ჯენიფერ ლოპესიც გამოვა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე შემსრულებელი ადრე არჩეულ პრეზიდენტს უჭერდა მხარს.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი