ამ გვერდის ამობედვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანი სემერუ ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:24 საათზე ამოიფრქვა.

ვულკანის კრატერიდან ამოსული კვამლისა და ფერფლის ფენა რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა.

 

კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა ხელისუფლება ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვულკანი შესაძლოა კიდევ გააქტიურდეს.

 

მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვულკანი სემერუ ბოლოს გასული წლის დეკემბერში ამოიფრქვა.

წაკითხვა 378 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2021

სიახლეები