ამ გვერდის ამობედვა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კუნძულ სულავესიზე დაშავებულთა რიცხვი 740-მდე გაიზარდა. მიწისძვრის გამო, 27 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, სულავესის დასავლეთ ნაწილში, 15 იანვარს მოხდა. რის შემდეგაც 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, თუმცა "აფთერშოკს" არანაირი დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

Reuters-ის ცნობით, დაღუპულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

წაკითხვა 272 ჯერ

სიახლეები