ამ გვერდის ამობედვა

Microsoft, Adobe, BBC, Intel და Truepic დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გაერთიანდნენ

მსხვილმა ტექნოლოგიურმა და ინფორმაციულმა კომპანიებმა Microsoft, Intel, Arm, Adobe, BBC და Truepic შექმნეს კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავს ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას.

 

კოალიციის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ ტექნიკურ სტანდარტებს შინაარსის წყაროსა და წარმოშობის დასადგენად, გარდა ამისა, ყალბი ტექნიკის ამოცნობის ტექნიკურ საშუალებებს.

 

ავტორების აზრით, ეს საშუალებები ჩვეულებრივ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თვალი ადევნონ ახალი ამბების, ასევე ვიდეოების და ფოტოების გაჩენისა და ევოლუციის ისტორიას.

 

"სტანდარტებისა და ტექნოლოგიების შემუშავება, რომელსაც შეუძლია, დაადასტუროს ინტერნეტის შინაარსის წყარო და წარმოშობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი ამბების და სხვა ინფორმაციის წარმოებაში მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში", - ნათქვამია Microsoft- ის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ Adobe-მა და Truepic-მა უკვე შექმნეს საკუთარი ხელსაწყოები ფოტოების ავთენტურობის დასადასტურებლად. BBC კი ხელმძღვანელობს კოალიცია Project Origin-ს, რომელიც, ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებას აღკვეთითაა დაკავებული.

წაკითხვა 721 ჯერ

სიახლეები