კრემლის „ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა რუსულ "ნემსზე ჯდება“ - The Times

ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ («The Times») 26 თებერვლის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „რუსეთის „ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის „ნემსზე ჯდება“, რომელშიც ნათქვამია:

 

ბრიუსელი თვლის, რომ რუსეთი, ჩინეთთან ერთად, ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს ევროკავშირის წევრ იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდიან.

 

როგორც ცნობილია, დღეისათვის ევროპელი რეგულატორის მიერ მხოლოდ სამი ვაქცინაა შემოწმებული: „ფაიზერ-ბიონთექ“ (Pfizer-BionNTech), „მოდერნა“ (Moderna) და „ოქსფორდ/ასტრაზენეკა“ (Oxford/Astrazeneca).

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლის „ვაქცინური დიპლომატიის“ ამოცანას ევროკავშირში განხეთქილების ჩამოგდებაც წარმოადგენს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მოსკოვი თავისი მიზნის განხორციელებასთან ახლოს არის სლოვაკეთში, სადაც მთავრობა დაშლის პირასაა მმართველი კოალიციის მოქმედების გამო, რუსული ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით, წერს ავტორი.

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა თავისი უმცროსი კოალიციური პარტნიორი - პარტია „ხალხისათვის“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათთვის პოლიტიკანობა ადამიანების ბედის გადარჩენაზე უფრო ძვირფასია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ხალხოსნებმა“ დაბლოკეს რუსეთთან მოლაპარაკება ანტივირუსული ვაქცინის „სპუტნიკ-V”-ის შეძენის შესახებ.

 

სლოვაკეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რუსული ვაქცინის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ერთი თვის წინათ უნგრეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან, რომელიც ვაქცინის სწრაფ მიწოდებას ითვალისწინებს, „სპუტნიკ-V”-ის შეძენის მიზნით დაინტერესებას იჩენენ ხორვატიაც და ჩეხეთიც.  

 

რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვაქცინით ვაჭრობამ ბრიუსელი ჩიხში შეიყვანა. სწორედ ამიტომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინტერესდა, თუ „რატომ ჰპირდება რუსეთი სხვა ქვეყნებს ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა კრემლს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია არ დაუმთავრებია“.

 

„თაიმს“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ რუსეთსა და ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე მხოლოდ 2%-ს აღწევს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-56191426

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 419 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.