March 29, 2024

ქართველებმა რუსული სირენის ხმას ყურადღება არ უნდა მიაქციონ - Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ («Financial Times») აქვეყნებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ექს-თავმჯდომარის მადლენ მუნის მოკლე წერილს სათაურით „ქართველებმა რუსული სირენის ხმას ყურადღება არ უნდა მიაქციონ“, რომელშიც იგი თავის თვალსაზრისს გამოხატავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

 გთავაზობთ ტექსტის შინაარსს:

 

„ინტერესით წავიკითხე თქვენი გაზეთის 19 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ჰენრი ფოის სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კრიზისის ფონზე თანამდებობას ტოვებს“. აქვე ვიტყვი, რომ მე საქართველოში ნამყოფი ვარ - ამ ქვეყანას 2019 წელს ვეწვიე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სტატუსით.

 

უეჭველია, რომ საქართველო დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ და ხშირად მტკივნეულ გზაზე ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება. ეს ძალზე ძნელი გზაა, რომელიც ჩვენ, დასავლეთში, შეიძლება ბოლომდე ობიექტურად ვერ შევაფასოთ: ეს ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლას, თავისუფალი პრესის დაშვებას, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას, თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უშიშროების ორგანოებზე.

 

რუსული სირენის სიგნალი სულ უფრო ხმამაღალი ხდება და მიმზიდველია მათთვის, ვისაც გამდიდრება სურს და არა ახალი საქართველოს აშენება.

 

საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი თავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი გახდა. იგი ისწრაფვის იპოვოს იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. დღეს დადგა დრო, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი ძალისხმევით ეძებოს საერთო გზა, საქართველოს მრავალრიცხოვანი მეგობრების აქტიური დახმარებით“, - ნათქვამია წერილში.

 

წყარო: https://www.ft.com/content/eff3089d-07e7-4ee6-9fcd-a1187947aee7

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 352 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.