ამ გვერდის ამობედვა

ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

 

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

წაკითხვა 307 ჯერ