ამ გვერდის ამობედვა

ამსტერდამში მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს

ამსტერდამში პოლიციამ კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, მუზეუმის მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობას დაახლოებით ათასი ადამიანი იღებდა.

 

ქალაქის ცენტრში შეკრებილები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მათ გაუქმებას მოითხოვდნენ.

 

ნიდერლანდებში უკვე რამდენიმე კვირაა შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმართება. გასულ კვირას სამართალდამცავებმა აქციის 150 მონაწილე დააკავეს.

წაკითხვა 309 ჯერ

სიახლეები