თურქეთი კორონავირუსის მუტაციის აფეთქების ზღვარზეა

თურქეთში კორონავირუსის "სამხრეთაფრიკული შტამით" ინიცირების ათობით შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

"31 მარტის მონაცემებით, სამხრეთაფრიკული შტამი 11 პროვინციაში, 169 ნიმუშში იყო იდენტიფიცირებული", - განაცხადა მან.

 

ამასთან, გავრცელებული ცნობით, 81 ოლქში ბრიტანული და 2 ოლქში ბრაზილიური შტამებია დაფიქსირებული. მინისტრის ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევებიდან 75 პროცენტი ბრიტანულ შტამზე მოდის.

 

კოჯა მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

ასევე მან ისევ შეახსენა, რომ თურქეთი მალე საკუთარი ვაქცინის გამოშვების პირველ ფაზას იწყებს, რომელიც ნაზალური სპრეის სახით იქნება დამზადებული.

 

პორტალ Worldometers-ის ცნობით, 5 აპრილისთვის თურქეთში კორონავირუსის 3 487 050 შემთხვევა დადასტურდა. 3 105 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 263 გარდაიცვალა.

წაკითხვა 320 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.