ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მისი სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგი მოიტანოს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ესკალაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„ჩვენ მივაქციეთ ყურადღება დონბასში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თითქოსდა დაასრულებს კონფლიქტს რეგიონში. კიევის მოლოდინის მიუხედავად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყანას მშვიდობას არ მოუტანს, პირიქით, ეს მოიტანს მასშტაბურ ესკალაციას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის,“ – განაცხადა მარია ზახაროვამ.

წაკითხვა 429 ჯერ