April 26, 2024

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. 

 

სამხედრო უწყების ცნობით, ათობით რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო. ნაწილი კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

 

საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს. კერძოდ, იერიშების სერია დაიწყო "ჰამასის" ობიექტებზე. 

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

 

იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეოთხე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ. 8 მაისს ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.  სამართალდამცველებმა პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა. ვიდეო მასალას Guardian და BBC ავრცელებს.

 

დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. 9 მაისის ღამით და 10 მაისს, გამთენიისას მორიგი შეტაკებების შემდეგ, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცველებმა იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით დილით ებრაელებს ძველი ქალაქის გარკვეულ ადგილებში შესვლის უფლება არ მისცეს. 

წაკითხვა 314 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.