ზელენსკის ვაშინგტონიდან სოლიდური სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიაქვს

“აშშ უკრაინაზე სერიოზულ ფსონს დადებს, ისევე, როგორც ევროკავშირი - უკრაინას ამერიკისგან გაეხსნა ტრანში 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებაზე, შეიარაღებული ძალების მოდენრიზაციის, საბრძოლო პოტენციალის ამაღლებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის”

- ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა რეალურად შედეგიანი აღმოჩნდა. თეთრ სახლში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მზადაა დავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-თან დაკავშირებული პრობლემაზე სამუშაოდ. შეხვედრა 1-ელ სექტემბერს გაიმართა, რის შემდეგაც მათ ბრიფინგი არ გაუმართავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზელენსკის ვაშინგტონიდან სოლიდური სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიაქვს - რას დაპირდა ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს.

 

“რუსეთის აგრესიამ, მათ შორის ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის დაპყრობამ, 14 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო ძალისხმევისთვის, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, საფუძველზე. 21-ე საუკუნეში ქვეყნებს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება არ უნდა ეძლეოდეთ. რუსეთმა დაარღვია ეს ძირითადი წესი უკრაინაში. სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და აირჩიონ საკუთარი ალიანსები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენი საერთო ღირებულებები და ერთგულება ევროპისადმი, რომელიც არის სრული, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი, წარმოადგენს საფუძველს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის, კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის პანდემიის საკითხებზე”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“შეხვედრის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკრაინის მისამართით განცხადებები ტრადიციული რიტორიუკით გაჟღერდა, როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”. პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობებზე ვაშინგტონში საკმარისად კარგად რეაგირებენ. ამბობს, რომ ზელენსკის ანტირუსული რიტორიკა ამტკიცებს, რომ უკრაინა-აშშ-ის მეგობრობის მთავარი ამოცანა არის, იყვნენ მეგობრები რუსეთის წინააღმდეგ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ეს ჩვენთვის პოტენციურად ძალიან სახიფათოა, რადგან ნატო ამგვარად გააგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას ჩვენს საზღვრებთან. ეს არის საკითხი, რომელიც გამოიწვევს გარკვეული სახის კონტრზომების გატარებას, რათა მოხდეს სიტუაციის ბალანსირება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100 პროცენტით უზრუნველყოფა”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ზელენსკის ბაიდენთან პირდაპირი კომუნიკაცია ნაყოფიერი აღმოჩნდა, თავდაცვის სფეროს გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, გარკვეული სერიოზული შენიშვნაც მიიღო, რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს, მაიასიას თქმით, ეს “ყბადაღებული რიტორიკაა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ამერიკა უკრაინას 468 მილიონ დოლას გამოუყოფს, ეს თავდაცვის მიმართულების გაძლიერების მიზნით საკმაოდ სერიოზული თანხებია, თუმცა უკრაინამ ქვეყანაში კორუფციის ალაგვმასთან დაკავშირებით სერიოზული თითის დაქნევაც მიიღო. ასევე, დაფიქსირებული იყო, რომ ჯერჯერობით უკრაინა ნატოს სტანდარტებს ვერ ქაჩავს. თუმცაღა, ამერიკა შეპირდა, რომ მას სტრატეგიულ პაერტნიორად მიიჩნევს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის საქმეში დაეხმარება, მაგრამ დაფიქსირდა ის, რომ უკრაინამ საკმაოდ შრომატევადი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ღირსი ქვეყანაა. ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრისას ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ იგივე დონეზე საქართველოც ყოფილიყო და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდა, მუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ზელენსკისადმი არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც პირადი შუღლის გამო იყო - ამის ფონზე ჩვენ გაცილებით მაღალი სასტარტო პოზიცია გვქონდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამერიკა უკრაინაზე სერიოზულ ფსონს დადებს, ისევე, როგორც ევროკავშირი. უკრაინას ამერიკისგან გაეხსნა ტრანში 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, მისი საბრძოლო პოტენციალის ამაღლებას და ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდება. მეორე მომენტი ისაა, რომ სავალუტო ფიონდის მიმართულებით გაეხსნება ტრანში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ამერიკელები უკრაინას დაეხმარებიან, რომ ამერიკელი მაღალი დონის კონსულტანტების ინსტიტუციური საკონსულტაციო პირდაპირი ჩართვა მოხდეს, რომ კორუფციას ებრძოლონ, რაც ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მესამე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, ამერიკელების პირდაპირი ლობირება მოხდეს, რომ მათი დახმარებების გაწევა გაგრძელდეს, ასევე ევროკავშირთან ერთად საერთო პოზიციის დაფიქსირება უკრაინის ტერიორიული მთლიანობის კუთხით, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეტი დახმარება რა უნდა იყოს. აშშ-სთან უკრაინის პირდაპირი კომუნიკაცია უკვე დამყარდა და არცთუ უშედეგოდ, შედეგიანი შეხვედრა იყო” - დაასკვნის მაისაია.

წაკითხვა 258 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.