April 25, 2024

ბაიდენის ბრძანებით, 11 სექტემბრის ტერაქტის მასალების ნაწილი გასაჯაროვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მასალების ნაწილის განსაიდუმლოებას ეხება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. 

 

მისივე თქმით, შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და მასალები საიდუმლოდ უნდა დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში.

 

ბაიდენმა გენერალურ პროკურორს დაავალა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების ღია მასალები ექვს თვეში გავრცელდეს.

წაკითხვა 324 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.