ენტონი ფაუჩი "მიუ" შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ, "მიუ" შტამს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. ამის შესახებ გამოცემა CBS News წერს.

ინფექციონისტის თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა კორონავირუსის ყველა ვარიცია სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

 

ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ის აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა, რომ ჯანმო COVID-19-ის ახალ "მიუ" შტამს ყურადღებით აკვირდება და შეისწავლის.

 

კორონავირუსის ახალი "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში გამოვლინდა.

 

ამჟამად მსოფლიოში "მიუ" შტამით სულ 3,7 ათასი ადამიანი დაავადდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში.

 

კოლუმბიაში, მიუ ვარიანტი დომინირებს და COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების 39%-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, შტამი უკვე ნაპოვნია ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

წაკითხვა 380 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.