ქვეყნების მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის პირასაა - The Guardian

კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატის კრიზისის გამო, ასობით მილიონი ბავშვის განათლება ძაფზე კიდია. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

საერთაშორისო ორგანიზაციის, Save the Children-ის ცნობით, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის პირასაა. მათ შორის, განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკის რეგიონში.

 

გაერო-ს შეფასებით, პირველად ისტორიაში, პანდემიის პერიოდში სკოლაში 1,5 მილიარდი ბავშვი არ დადიოდა, რომელთა ერთ მესამედს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც დისტანციურადაც ვერ სწვალობდნენ. 

 

მსოფლიო პანდემიასთან ერთად სხვა კრიზისების წინაშეც დგას. მათ შორისაა უკიდურესი სიღარიბე, კლიმატიც ცვლილებები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ კრიზისების ერთობლიობა აჩენს საფრთხეს, რომ განათლების გარეშე „მთელი თაობა“ დარჩება.

 

Save the Children-ის ანგარიშით, რვა ქვეყანას აქვს სასკოლო სისტემა „უკიდურესი რისკის ქვეშ დგას“, მათ შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ნიგერიის და სომალის ყველაზე დაუცველად მიიჩნევა, ავღანეთი კი მჭიდროდ ჩამორჩება სხვა დანარჩენებს.

 

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ანგარიშში დასახელებულია კიდევ 40 სახელმწიფო, რომელთა განათლების სისტემას ასევე ემუქრება საფრთხე. მათ შორის მოხვდა იემენი, ბურკინა-ფასო, ინდოეთი, ფილიპინები და ბანგლადეში.

წაკითხვა 333 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.