ამ გვერდის ამობედვა

თურქეთში COVID-19-ის "მიუ" შტამი დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი, "მიუ" შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრედინ კოჯამ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ვირუსის ახალი "მიუ" ვარიანტის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტებს ძირითადად კორონავირუსის "დელტა" და "დელტა+" შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ", - განაცხადა მინისტრმა.

 

ფაჰრედინ კოჯამ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის რაოდენობის მატებასთან ერთად, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები შემცირდება.

 

კორონავირუსის ახალი "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში გამოვლინდა.

 

ამჟამად მსოფლიოში "მიუ" შტამით სულ 3,7 ათასი ადამიანი დაავადდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში.

 

კოლუმბიაში, მიუ ვარიანტი დომინირებს და COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების 39%-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, შტამი უკვე ნაპოვნია ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

წაკითხვა 254 ჯერ