„იუნისეფი“ ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს

გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც, პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.

„იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია. 6 ქვეყანაში: ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში მდებარე სკოლებში, რომლებიც „თითქმის მთლიანად დახურულია", 77 მილიონამდე მოსწავლე სწავლობს. აქედან თითქმის მესამედი ფილიპინებზე მოდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა აზიაში.

 

ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია.

 

„მოსწავლეები შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლში, მაგრამ კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და განათლების არათანაბარი ხარისხი არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი კვლავ დგანან,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

“იუნისეფი“ მიიჩნევს, რომ სკოლები ყველაზე გვიან უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას.

 

”ეს არის კრიზისი, რომლის უგულვებელყოფის საშუალებას მსოფლიოს არ მივცემთ. ჩვენი გზავნილი ხმამაღალია : ყველა საზოგადოებამ, ყველგან უნდა გახსნას სკოლები რაც შეიძლება მალე. სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

წაკითხვა 225 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.