ამ გვერდის ამობედვა

რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 313 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

 

ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვისა და კიევის ოლქები მოსდევს.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2022