“ახალი ეკლესიის სტრუქტურა მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია, რომლის ძირითადი მიზანი რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფაა"

უკრაინის ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა “მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერბულ გაზეთ “პოლიტიკასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ახალი ეკლესიის სტრუქტურა მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია, რომლის ძირითადი მიზანი რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფაა, ასევე არა მარტო ეროვნული, არამედ რელიგიური დაპირისპირების დათესვა“,-განაცხადა პუტინმა.

 

„ვიმეორებ: აქ არ არის საუბარი რაიმე სულიერი ცხოვრების შესახებ, არამედ საუბარია საშიშ და უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე. ისევე, როგორც არ არის საუბარი “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” დამოუკიდებლობაზე “, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისინი ეკლესიის ჩამოგდებას ცდილობენ.

 

“რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს საეკლესიო პროცესებში ჩაერიოს, განსაკუთრებით მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – განმარტა პუტინმა.

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.