ჩინეთი ნენსი პელოსს ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ სანქციებს უწესებს
ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ჩინეთის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქციები აამოქმედეს პელოსის წინააღმდეგ. ქვეყნის მთავრობის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად , ნენესი პელოსი მაინც ეწვია ტაივანს. მათივე შეფასებით, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულად ერევა და „ერთი ჩინეთის“ პრინციპს არღვევს.
„სერიოზულად ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პრინციპს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას. პელოსის მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა, 3 აგვისტოს კი ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
სიახლეები
- "ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერით ომი უფრო ხანგრძლივი იქნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით " - ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ქარტიაზე“
- "ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება" - ლოიდ ოსტინი
- "მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა"
- პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი