ამ გვერდის ამობედვა

უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.

 

მანამდე მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ.

წაკითხვა 152 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2022

სიახლეები