ამ გვერდის ამობედვა

"კუბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ"

კუბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, - როგორც Hill-ი წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე საუბრობს.

 

„პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.

წაკითხვა 160 ჯერ