"უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან"
უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან".
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ ესროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებულ პუნქტს.რუსეთის არმიამ ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც წყალს აწვდიდა მიკოლაევს. აბა, რა შეიძლება ითქვას მათზე? - ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც რუსეთი დაიპყრეს. 20 - წლიანი მმართველობის შემდეგ საკუთარი სახელმწიფოს დიდი ნაწილი ისეთი განადგურებულია, თითქოს იქ ომი იყო. მათ არაფერი შეუძლიათ, გარდა განადგურებისა. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ არის შურისძიების მცდელობა. შური იძიონ იმის გამო, რომ უკრაინელები იცავდნენ მათგან თავს",- განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი