ამ გვერდის ამობედვა

ზელენსკი რუსეთს საშობაოდ უკრაინიდან ჯარის გაყვანის დაწყებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს რუსეთს, შეეცადოს დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია უარი თქვას აგრესიაზე და შობის წინ დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

"ჩვენ კი რუსეთს ვთავაზობთ, გადადგას კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ არის დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი, შობა იულიანის კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როდესაც ნორმალური ადამიანები ფიქრობენ მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. მე ვთვლი, რომ რუსეთი უნდა შეეცადოს მაინც, დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია აგრესიაზე უარის თქმა. სწორი იქნება ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", - თქვა მან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებისთვის ვიდეომიმართვის დროს, როდესაც ისაუბრა იმ სამი ნაბიჯის შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, დააჩქარებენ უკრაინაში მშვიდობის დადგომას.

 


"თუ რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს გაიყვანს, მაშინ ის ასევე უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების საიმედო დასრულებას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს რუსეთმა ეს ახლა - ქრისტესშობის დღესასწაულის დროს“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს დამატებით ორი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებითა, თანამედროვე ტანკებით, არტილერიით, ჭურვებით და ასევე, შორი მოქმედების იარაღით დახმარება სთხოვა.­

წაკითხვა 177 ჯერ

სიახლეები