ამ გვერდის ამობედვა

„რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური თავდასხმა შესაძლოა, ომიდან ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს განახორციელოს. 

მისივე თქმით, უკრაინამ რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა მთავარი ბრძოლები წინ არის.

 

„რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება. აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ატარებს წვრთნებს. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ.

 

უკრაინამ დიდი და რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ვიცით, რომ მთავარი ბრძოლები წინ არის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მთელი მსოფლიო ჩვენს უკან დგას“, - განაცხადა დანილოვმა. 

წაკითხვა 167 ჯერ