"ბირთვული ომის საფრთხე არ უნდა არსებობდეს "- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს.
ასე შეაფასა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მან მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრას მიაქციონ ყურადღება და სიტუაციის დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გაიხსენეს ბირთვული ქვეყნების მიერ 2022 წლის იანვარში გაკეთებული ერთობლივი განცხადება ბირთვულ ომში გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის არდაშვება და სტრატეგიული რისკების შემცირება.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს