ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება"

უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მათ შორის ბრიტანულ BBC-სთან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება დასავლეთისგან დაპირებულ მეტ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ წინსვლა და წარმატების მიღწევა დღეს არსებული საშუალებებითაც შესაძლებელია, მაგრამ დიდი ადამიანური დანაკარგის ფასად, რაც დაუშვებელია.

 

ბოლო თვეებში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევის დაწყებას ამ გაზაფხულზე გეგმავდნენ.

წაკითხვა 143 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2023

სიახლეები