ამ გვერდის ამობედვა

პუტინის განცხადებით, ბელარუსში მალე ბირთვული იარაღი განთავსდება

ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში დაიწყება მას შემდეგ, რაც 7-8 ივლისს ობიექტების მომზადება დასრულდება.

 

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

წაკითხვა 127 ჯერ