ამ გვერდის ამობედვა

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრეს - რუსული მედია

რუსული მედია იუწყება, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე – ადამ დელიმხანოვი დაჭრეს. ინფორმაციას ავრცელებს რუსული ტელეკომპანია „ზვეზდა“.

მედიის ცნობით, რუსი დეპუტატი ადამ დელიმხანოვი „დაჭრილი, მაგრამ ცოცხალია“. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დელიმხანოვი მოკლულია. კონკრეტულად სად დაჭრეს დელიმხანოვი, ჯერ უცნობია.

 

13 ივნისს კადიროვმა განაცხადა, რომ ბატალიონ „ზაპად-ახმატის“ მებრძოლები ჩაერთვებიან ბელგოროდის ოლქში დივერსიების აღკვეთაში.

 

დელიმხანოვი შეხვდა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და როსგვარდიის ხელმძღვანელ პირებს.

 

დელიმხანოვი შარშან მეთაურობდა ჩეჩნურ ქვედანაყოფებს, რომლებიც მარიუპოლის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

წაკითხვა 232 ჯერ