ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთისთვის კონტრშეტევის წაგება, ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.

წაკითხვა 203 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2023

სიახლეები