ამ გვერდის ამობედვა

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ გააკეთა.

"ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განზრახვა გაეროს წესდების, და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

 

"რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელებისთვის“, - დასძინა პეტერ სტანომ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ე. წ. „არჩევნების“ ორგანიზებაში ყველა ჩართული პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პასუხისგებაში მიეცემა.

წაკითხვა 202 ჯერ