ამ გვერდის ამობედვა

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

„ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურები ავრცელებენ.

 

მათივე ცნობით, დაშავებულია ასობით ადამიანი.

 

„დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საავადმყოფოებში 9000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

წაკითხვა 129 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2023