"არ აჰყვეთ მრისხანებას" - ჯო ბაიდენი ისრაელს
11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტული თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და ბევრ ამერიკელს ესმის ეს. შეუძლებელია, უყუროთ, რა დაემართათ თქვენს დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, შვილებს, ჩვილებსაც კი და არ იყვიროთ სამართლიანობის მოთხოვნით. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩემი გაფრთხილებაა: ვიდრე ამ მრისხანებას გრძნობთ, არ აჰყვეთ მას. 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ და მივაღწიეთ მას, ასევე შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი.
„მე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩამოვიდა. მე მიმიღია ომის დროს გადაწყვეტილებები. ვიცი, რომ ხელმძღვანელობისთვის ეს არჩევანი არასდროსაა ნათელი ან მარტივი. ყოველთვის არის ფასი გადასახდელი. თუმცა, ეს მოითხოვს, იყო წინადახედული. ეს მოითხოვს ძალიან რთული შეკითხვების დასმას. ეს მოითხოვს სიცხადეს მიზნებთან დაკავშირებით და იმის გულწრფელ შეფასებას, მიაღწევს თუ არა ამ მიზნებს გზა, რომელსაც ადგახარ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"