"მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს"- ოლექსი დანილოვი
ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, დეოკუპაციის საკითხს უფრო სწრაფად მოვაგვარებდით, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს, მისი ტერიტორიები წაიღო.
„შემდეგ იყო 2014 წლის თებერვლის სიტუაცია. უბრალოდ ის [ომი] იმყოფებოდა ისეთ „ცივ“ მდგომარეობაში, ახლა კი აქტიურ ფაზაში გადავიდა“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას რუსეთისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მაშინ ერთობლივად აგრესორის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნების საკუთხი უფრო სწრაფად მოგვარდებოდა.
„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის დასასრულიდან - მარტის დასაწყისიდან იყო, როდესაც ჩვენთან აგრესია დაიწყო, და ვამბობდი: ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, მაშინ უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ამ საკითხს. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს ამ ქვეყნების გადაწყვეტილებაა. ისინი თვლიან, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც რუსებზე გავიმარჯვებთ, მაშინ ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს”, - განაცხადა დანილოვმა.
სიახლეები
- ტირამისუ
- "სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა" - შალვა პაპუაშვილი
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს " - ანა ნაცვლიშვილი
- "ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი
- მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს