ამ გვერდის ამობედვა

„ჰეზბოლა“ ისრაელთან ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს - შესაძლოა, ლიბანი ომში ჩაითრიოს"

„ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ჩაითრიოს ომში, რომლიდანაც ვერაფერს მოიგებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

„ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზას ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ლიბანის კეთილდღეობისა და სუვერენიტეტისგან დარჩა?“, - აღნიშნა კონრიკუსმა.

 

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.

წაკითხვა 160 ჯერ

სიახლეები