ამ გვერდის ამობედვა

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს გაუნადგურა გასული ღამის განმავლობაში გამოყენებული ყველა დრონი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთს გაუნადგურეს გასული ღამის განმავლობაში გამოყენებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა.

საჰაერო ძალების და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დრონებით თავდასხმის ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.

 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებზე თავდასხმებისთვის ყირიმიდან გაუშვეს 13 დრონი Shahed-136/131. გარდა ამისა, ჩრდილოეთიდან გამოყენებული იყო საავიაციო რაკეტა Х-59 და 1 დამრტყმელი დრონი, რომლის სახეობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფმა გაანადგურა 14-ვე დრონი და 1 რაკეტაც.

 

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ოდესის რაიონში დააზიანა საპორტო საწყობის სახურავი. არავინ დაშავებულა.

 

კიპერის ცნობითვე, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის 9 უპილოტო საფრენი აპარატი.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

წაკითხვა 128 ჯერ