ამ გვერდის ამობედვა

"ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ"- ემანუელ მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს

ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, - განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.

 

შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

 

„მინდა, დარწმუნებულები იყოთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ“, - აღნიშნა მაკრონმა ჰერცოგთან საუბრისას.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაკრონი პალესტინის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასთანაც გამართავს შეხვედრას.

წაკითხვა 140 ჯერ