ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ"

ჩემზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის მსგავს ინფორმაციას ვინ ავრცელებს.

 

"როგორც ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ატარებს, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ.

 

ყველამ იცის, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას ემთხვევა და, შესაბამისად, დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ არ ახდენს… დღეისთვის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და რამე დავუთმოთ. ასეთი რამ არ მოხდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 130 ჯერ

სიახლეები