ამ გვერდის ამობედვა

ღაზაში, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

მათივე ცნობით, ისრაელის ძალებსა და „ჰამასის“ ბოევიკებს შორის ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წუხელ ბრძოლები გრძელდებოდა.

 

ამასთან, ისრაელის სახმელეთო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე, იარაღის საწყობებზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სამეთაურო ცენტრებზე.

 

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო.

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2023

სიახლეები