"არ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ფაქტია, რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ზამთარი ომის სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, რომელიც კონტრიერიშის ეფექტურობას ეხებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა კომპლექსური პასუხი გასცა.
„ჩვენ უკან არ ვიხევთ, მე ამით კმაყოფილი ვარ. ვებრძვით მსოფლიოში ნომერ მეორე არმიას, მე ამითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა ვკარგავთ ხალხს, რითაც კმაყოფილი არ ვარ. არ მივიღეთ ის შეიარაღება, რაც გვსურდა - ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ვერც ზედმეტად პრეტენზიული ვიქნები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას უფრო სწრაფად სურდა შედეგების მიღწევა და ამ კუთხით, სამწუხაროდ, დასახული მიზნები ვერ შესრულდა.
„უკრაინას არ ჰქონდა ის შეიარაღება, რომლის მიღებაც სურდა მოკავშირეებისგან. ჩვენი შეიარაღებული ძალების შეზღუდული შესაძლებლობები სწრაფ წინსვლას გამორიცხავდა. არ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- მსოფლიოში იზრდება ამოქმედებისთვის მზადმყოფი ატომური იარაღის რიცხვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ფეხბურთელები მზად არიან - უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას" - ვილი სანიოლი
- “ლელო” გახარიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს - ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს" - ირაკლი კუპრაძე