ამ გვერდის ამობედვა

"ღაზაში ინტენსიური ბრძოლა კიდევ 2 თვეს გაგრძელდება" - მედია

ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, - ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.

Kan-ის წყაროების ცნობით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება და ლოკალიზებული ოპერაციები განხორციელდება.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, იქნება მცდელობები მეტი მძევლის გასათავისუფლებლად შეთანხმებების მიღწევის მიზნით.

Kan-ი იუწყება, რომ უახლოეს ორ თვეში ისრაელი ღაზის სექტორის მცხოვრებლების ნაწილს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც აშშ-ის მოთხოვნა და ოპერატიული აუცილებლობაა.

წაკითხვა 110 ჯერ

სიახლეები