"რუსების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა" - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი
რუსული ძალების მიერ დღეს დილით უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და სათავსოები.
მინისტრის ინფორმაციით, ლვოვის ოლქში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა ძალებმა სავაჭრო ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. თავდასხმა განხორციელდა სამშობიაროზეც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურმა 4 პაციენტი გადაარჩინა. ოდესის ოლქში სამსართულიანი შენობა დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. ოდესაში კიდევ ორი სახლი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. ოდესის ოლქში, საერთო ჯამში, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა 10.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი