ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა"

უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იარაღის მიწოდების შეფერხება რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს.

„ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკებსა და ზარალზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საიდუმლო შორი მოქმედების იარაღზე, რომელმაც ერთ დღეში 26 რუსული ვერტმფრენი და 12 თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას.

„ფრონტზე ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. რუსები თუ ვერ გააკონტროლებდნენ ჰაერს და ჩვენ გვექნებოდა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გავანადგურებდით მათ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ვცადეთ, მუშაობს. როცა მათ ცაში ანადგურებ, წინ მიიწევ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 161 ჯერ

სიახლეები