ამ გვერდის ამობედვა

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

„უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია.

რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წაკითხვა 114 ჯერ

სიახლეები